ჯეკ როდუელი, რომელმაც გასული სეზონი “მანჩესტერ სიტიში” გაატარა, კარიერას “სანდერლენდში” გააგრძელებს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “სანდერლენდის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
23 წლის ინგლისელმა “სანდერლენდთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალები ჯერ უცნობია. აღსანიშნავია, რომ “სიტიმ” როდუელი 2 წლის წინ “ევერტონისგან” 15 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. წინა სეზონში, მან “სიტის” შემადგენლობაში ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა.