ფეხბურთი

12:26 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

როდრიგესმა შესაძლოა დერბი გამოტოვოს

მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელმა ნახევარმცველმა კრისტიან როდრიგესმა შესაძლოა, მადრიდული დერბი გამოტოვოს.

Goal-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელმა ურუგვაისა და სამხრეთ კორეის ამხანაგურ მატჩში ტერფი დაიზიანა.

“ოთხშაბათს როდრიგესმა სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც ტერფის ტრავმა დაადასტურა” - წერია “ატლეტიკოს” ოფიციალურ საიტზე.

ამასთან, ინფორმაცია იმის შესახებ, შეძლებს თუ ვერა როდრიგესი 13 სექტემბერს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ თამაშს, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

0.120935