“ლივერპულის” დამრიგებელი ბრენდან როჯერსი მერსისაიდელთა მარჯვენა მცველის, გლენ ჯონსონის შენარჩუნებას აპირებს.
29 წლის მარჯვენაფლანგელს “ლივერპულთან” კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლომდე აკავშირებს და ინგლისურ პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობა მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, მაგრამ საწინააღმდეგო აზრზეა ბრენდან როჯერსი.
“გლენ ჯონსონი ის ფეხბურთელია, რომლის შენარჩუნებაც გვინდა. მისი კონტრაქტის - საკითხს მიმდინარე სეზონის ბოლომდე განვიხილავთ.” – განუცხადა როჯერსმა Liverpool Echo-ს.