ფეხბურთი

13:34 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსმა რეინას განათხოვრება დაადასტურა

ინგლისის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა დაადასტურა, რომ ესპანელი კარის დარაჯი პეპე რეინა ხანგრძლივი განათხოვრების წესით იტალიურ “ნაპოლიში” ითამაშებს.

Liverpool Echo-ს ცნობით, მერსისაიდელებმა 30 წლის მეკარესთან განშორება მისი დიდი სახელფასო ანაზღაურების გამო გადაწყვიტეს. როჯერსმა განაცხადა, რომ კლუბს არ შეუძლია გადაიხადოს ხელფასი კვირაში 110 ათასი გირვანქის ოდენობით (5,5 მილიონი წელიწადში) ფეხბურთელში, რომელსაც სათადარიგოს სტატუსი ექნება სიმონა მინოლეს შეძენის შემდეგ.

რეინა “ნაპოლიში” უახლოს 24 საათში გადავა და შეუერთდება ყოფილ დამრიგებელ რაფაელ ბენიტესს, რომელსაც ამ ტრანსფერის განხორციელება ძალიან სურდა.

“ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, ეს სწორედ ის საკითხი იყო, რომელიც ყურადღებას იმსახურებდა. მიზეზი სწორედ ეს იყო, რადგან მაღალი კლასის მეკარეებს სხვა შემთხვევაში გუნდიდან არ უშვებენ. ეს პრობლემა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეგვექმნა და მისი გადაჭრა მხოლოდ ახალი მეკარის შეძენით შეიძლებოდა. პეპე კარგი ფეხბურთელი და ჩინებული ადამიანია. ერთობლივი მუშაობის პერიოდში ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და მას ჩემი ესმის. მომავალი სეზონი მისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გაისად მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება და სათამაშო პრაქტიკის არქონა მის შანსებზე სერიოზულ, უარყოფით გავლენას მოახდენდა” - განაცხადა როჯერსმა.

0.116039