“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი მისი გუნდის 19 წლის შემტევს, რაჰემ სტერლინგს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად მიიჩნევს.
ეს კომენტარი როჯერსმა “ნორვიჩთან” გამართული თამაშის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაში, რომელიც “ლივერპულმა” 3:2 მოიგო, სტერლინგმა 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
“სტერლინგი ევროპულ ფეხბურთში საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა. მასზე უკეთესს ვერავის ვხედავ.” – აცხადებს როჯერსი.