“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი “ასტონ ვილასთან” წაგებული მატჩის (0:1) შემდგომ ჟურნალისტებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ მის გუნდს სისწრაფე და ენერგია აკლდა.
“თამაში ნელ ტემპში დავიწყეთ და მხოლოდ მას შემდეგ მოვუმატეთ სისწრაფეს, რაც გოლი მივიღეთ. ფეხბურთელები ყოველნაირად ეცადნენ თამაშის შეცვლას, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ჩვენ ვეღარ შევძელით ჩვეული თამაშის ჩვენება. ამისთვის ენერგიაც დაგვაკლდა.
უნდა აღინიშნოს “ასტონ ვილას” ძალიან კარგი თამაში დაცვაში. გოლის გატანის შემდგომ მეტოქემ უკან დაიხია და მწვავე შეტევებს არ გვაკეთებინებდა” – ციტირებს როჯერსის სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი.
ცნობისთვის, “ლივერპული” შინ მეოთხე წელია ვერ უგებს “ასტონ ვილას”.
ირაკლი ალიმბარაშვილი