ფეხბურთი

18:47 | 12.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: “ოთხეულისთვის ბრძოლა შეგვიძლია”

ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი მიიჩნევს, რომ მის გუნდს, მომდევნო სეზონში, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეუძლია.

“აქ იმისთვის არ ვარ, რომ კომფორტულად ვიჯდე, ფული გამოვიმუშავო და მწვრთნელობით დავტკბე. მივიჩნევ, რომ ამჟამად გაცილებით კომფორტულ სიტუაციაში ვართ და ოთხეულისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევა რთული იქნება, რადგან არაერთი კონკურენტი გვყავს. შემადგენლობის გასაძლიერებლად სხვა გუნდებმაც დიდი ფული დახარჯეს. თუმცა, ჩემი სამუშაო თავის მართლება არაა. უნდა მივაგნო იმ გზას, რომელიც დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს. დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს, მისგან შორს არ ვიქნებით.” – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.318492