“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი “მანჩესტერ სიტიზე” ჟოზე მოურინიოს მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ “ქალაქელები” პრემიერლიგის ფავორიტები არიან.
“მოურინიო მართალია – “სიტი” ძლიერი გუნდია. მანჩესტერელებს 3 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და მათი მოგების შემთხვევაში, ისინი პირველ ადგილზე დაბრუნდებიან.
მოურინიოსგან ბევრი რამ ვისწავლე. ის დიდი ადამიანია. მართალია, ერთმანეთისგან განვსხვავდებით, მაგრამ მაინც კარგი ურთიერთობა გვაქვს.” – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Talksport-ი.
პრემიერლიგაში, 29 თამაშის შემდეგ 66 ქულით, “ჩელსი” ლიდერობს. 28 მატჩში 59-59 ქულის ამღები “ლივერპული” და “არსენალი” მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ხოლო მე-4 პოზიციაზე მყოფ “სიტის”, 26 თამაშში 57 ქულა აქვს.