ფეხბურთი

20:48 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი: “ბეილი სუარესზე 2-ჯერ ძვირი არ უნდა ღირდეს”

ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი კვლავ აცხადებს, რომ მისმა გუნდმა ლუის სუარესი 40 მილიონად არ უნდა გაყიდოს. ჩრდილო ირლანდიელი თავის მოსაზრებას სუარესისა და ბეილის შედარებით ამყარებს.

“ყველა ფეხბურთელს თავისი ფასი აქვს, მაგრამ სატრანსფერო ბაზარსაც უნდა შევხედოთ. როგორც ამბობენ, “ტოტენჰემმა”, ბეილის სანაცვლოდ, შესაძლოა, 100 მილიონი ევრო მიიღოს. ეს მაშინ, როდესაც გარეთი და ლუისი პრემიერლიგის გასული გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. არ შეიძლება ვთქვათ, რომ ბეილი სუარესზე 2-ჯერ ძვირი ღირს.

სხვადასხვა სახის ჭორებმა, შესაძლოა, ფეხბურთელს ცხოვრება გაურთულონ, მაგრამ ლუისი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და თამაშობს.” – ციტირებს როჯერსის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.123239