“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი აცხადებს, რომ მისი გუნდის ცენტრალური მცველი დანიელ აგერი ინგლისურ კლუბს არ დატოვებს.
“დანიელი მსოფლიო დონის მცველია. მას საკუთარი თავი “ლივერპულისთვის” აქვს მიძღვნილი. აგერი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
აგერი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც ჩემი “ლივერპულში” მოსვლის შემდეგ ვესაუბრე. დანიელი “ლივერპულში” რჩება.” – ავრცელებს ბრენდან როჯერსის სიტყვებს Sky Sports-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, აგერის შეძენა “ბარსელონას” სურს. კატალონიელები დანიელს დავიდ ლუიზის ალტერნატივად განიხილავენ.