ფეხბურთი

14:28 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერიო სენის 120-ე!

"სან პაულოს" ლეგენდარულმა მეკარემ როჯერიო სენიმ ბრაზილიის ჩემპიონატის 21-ე ტურში "კრუზეიროსთან" მოგებულ მატჩში (2:0), 36-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით კარიერაში 120-ე გოლი გაიტანა.

მოგეხსენებათ, 41 წლის როჯერიო სენი საფეხბურთო კარიერას ბრაზილიის 2014 წლის სეზონის დასრულებისთანავე დაასრულებს.

აქედან გამომდინარე, ვეტერან გოლკიპერს აქვს შანსი საკუთარი რეკორდი კიდევ გააუმჯობესოს.

https://www.youtube.com/watch?v=EfbgHOxb2ZM

გიორგი ბალახაძე

0.127017