როჯერ ფედერერი ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ზე მერვედ გავიდა ტურნირის ნახევარფინალში (ოთხჯერ ჩემპიონი გახდა) და ამ მიღწევის შედეგად შვეიცარიელი მომდევნო კვირის დასაწყისში რეიტინგსიაში მეხუთე პოზიციამდე დაწინაურდება. სადიდსლემო შეჯიბრებების 17-გზის ტრიუმფატორი ტოპხუთეულში ბოლოს შარშან სექტემბერში იყო.
შეგახსენებთ, 32 წლის ფედერერმა ორიოდე კვირის წინათ დუბაიში კარიერის განმავლობაში თავისი 78-ე ტიტული მოიპოვა.
ამასობაში, ფედერერისა და სტანისლას ვავრინკას დუეტი ინდიან უელსის წყვილთა შეჯიბრების ნახევარფინალში ითამაშებს. შვეიცარიელთა ტანდემს ფინალში გასასვლელად ავსტრიელი ალექსანდერ პეიასა და ბრაზილიელი ბრუნო სუარეშის წყვილს დაუპირისპირდება. თუკი ფედერერ-ვავრინკას დუეტმა ფინალში გასვლა მოახერხა, პირველობისთვის ბრძოლა ამერიკელ ძმებთან, ბობ და მაიკ ბრაიანებთან მოუწევს.