ლონდონში ჩატარებულმა ATP-ის წლის შემაჯამებელმა ტურნირმა რეიტინგის მოწინავე ათეულში ერთადერთი ცვლილება გამოიწვია – მცირეხნიანი პაუზის შემდეგ როჯერ ფედერერი მეექვსე ადგილს დაუბრუნდა. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის გამარჯვებულმა შვეიცარიელმა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ნახევარფინალში გასვლით მეექვსე პოზიციიდან ჩეხი ტომაშ ბერდიხი დააქვეითა.
წლის ბოლომდე ლიდერობას შეინარჩუნებს რაფა ნადალი, რომელიც შემაჯამებელის ტურნირის აწ უკვე ორგზის ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩს 920 ქულით უსწრებს.
Emirates ATP Rankings
1 (1) რაფა ნადალი (ესპანეთი) 13030
2 (2) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 12110
3 (3) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 5800
4 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 5790
5 (5) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 5255
6 (7) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 4205
7 (6) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4180
8 (8) სტანისლას ვავრინკა (შვეიცარია) 3730
9 (9) რიშარ გასკე (საფრანგეთი) 3300
10 (10) ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 3065
11 (11) მილოშ რაონიჩი (კანადა) 2860
12 (12) ტომი ჰაასი (გერმანია) 2435
13 (13) ნიკოლას ალმაგრო (ესპანეთი) 2290
14 (14) ჯონ იზნერი (აშშ) 2150
15 (15) მიხაილ იუჟნი (რუსეთი) 2145
16 (16) ფაბიო ფონინი (იტალია) 1930
17 (17) კეი ნიშიკორი (იაპონია) 1915
18 (18) ტომი რობრედო (ესპანეთი) 1810
19 (19) ჟილ სიმონი (საფრანგეთი) 1790
20 (20) კევინ ანდერსონი (სამხრეთ აფრიკა) 1685