თამაშგარე

10:56 | 13.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი და შამპანური დამეგობრდნენ

დიდი სლემის ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული, შეიცარელი მეჩოგნე, როჯერ ფედერერი მსოფლიოში ცნობილი შამპანურის ერთ-ერთი მწარმოებლის სახე გახდა. კომპანია Moët & Chandon  საუკუნეზე მეტია, რაც ცქრიალა ღვინოებს აწარმოებს და მათი მხრიდან, კომპანიის სახედ, ფედერერის არჩევა შემთხვევით არ ყოფილა.
ათწლეულზე მეტია, რაც ზემოთხსენებული ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანია ჩოგბურთთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს აფინანსებს.  კომპანიის მფლობელი, სტეფან ბასკერა, ჩოგბურთზე შეყვარებული კაცია და როგორც იტყვიან, სპორტის ამ სახეობით “სუნთქავს”.
კომპანია Moët & Chandon-ის მიერ გამართულ სპეციალურ მიღებაზე, დიდმა შვეიცარელმა მეჩოგნემ განაცხადა, რომ შამპანური მისი საყვარელი სასმელია და როცა თავისუფალი დრო აქვს, ცოლთან, მირკა ფედერერთან ერთად, ყოველთვის ამ სასიამოვნო სასმელს გეახლებათ.
 

0.173252