ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” კაპიტანი ტიაგო სილვა ტრავმირებულია და მისი გამოჯანმრთელების თარიღი, უცნობია. პარიზელთა ოფიციალური საიტის ცნობით, 29 წლის ბრაზილიელს დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და გაირკვა, რომ საქმე მუხლქვეშა მყესის დაზიანებას ეხება.
უახლოეს დღეებში, სილვა ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნება და ტრავმის სიმძიმის შესახებ დასკვნაც მოგვიანებით გაკეთდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრაზილიელი პარიზელებს უახლოეს მატჩებში დააკლდება.
ფრანგული მედიასაშუალებების ვარაუდით, სილვას 6 კვირის გამოტოვება მაინც მოუწევს.