მსოფლიოში უამრავი სპორტსმენია, რომლებმაც მთელი თავისი ცხოვრება და ჯანმრთელობა სპორტს შესწირეს. გამონაკლისი არც იაპონელი მორბენალი მაია ნაკანიში ყოფილა, რომელმაც ექსტრაორდინარული ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რათა წელს ლონდონში პარაოლიმპიურ თამაშებში მიეღო მონაწილეობა.
წლების წინ, მორბენალმა მარჯვენა ფეხი მუხლამდე დაკარგა. მას შემდეგ პროთეზი უკეთია და სპრინტერულ დისტანციებზე გამოდის. აღსანიშნავია ისიც, რომMმაია ნაკანიშიმ ინვალიდ სპორტსმენთა შორის აზიის რეკორდი დაამყარა 200-მეტრიან დისტანციასა და სიგრძეზე ხტომაში. გახდა პირველი იაპონელი, რომელმაც 100-მეტრიან დისტანციაზე იასპარეზა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე.
ამ მიზნით მაიამ მონაწილეობა მიიღო მონაწილეობა ეროტიკულ ფოტოსესისაში კალენდრისთვის, რომლის საცალო ფასი 15 დოლარი იქნება. კალენდარს 7 ათას ეგზემპლარად გამოუშვებენ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ თავისი პროფესიის და სპორტისთვის ასე თავდადებულ ქალბატონს.