თამაშგარე

19:06 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

როდ სტიუარტი ხმას უფრთხილდება

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა როდ სტიუარტმა სინანულით აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში “სელტიკისა” და “ბარსელონას” მატჩს ვერ დაესწრება.

შარშან, როდესაც შოტლანდიურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შინ კატალონიელებს 2:1 მოუგო, სტიუარტი, რომელიც “სელტიკის” გულშემატკივარია, ატირდა.

მომღერალი დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს, რათა ხმას გაუფრთხილდეს - უახლოეს ხანში ის სამი კონცერტის ჩატარებას გეგმავს.

“ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. საკონცერტო საქმიანობა მაინც პირველ ადგილზეა. იმის გათვალისწინებით, რაც შარშან “სელტიკ პარკზე” “ბარსელონასთან” მატჩში მოხდა, მეშინია, რომ იგივეს გამეორების შემთხვევაში, უბრალოდ, ხმა დამეკარგება და ვერ ვიმღერებ” – იუწყება სტიუარტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

 

 

0.134066