“მილანის” ფორვარდმა რობინიომ “ბეშიქთაშში” გადასვლაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ Sky Italia იუწყება.
სტამბულელებმა 29 წლის ბრაზილიელს სარფიანი წინადადებით მიმართეს, მაგრამ პასუხად სასტიკი უარი მიიღეს. მოგეხსენებათ, “ბეშიქთაშმა” კონტრაქტი “ატლეტიკო მინეიროს” ყოფილ შემტევ რონალდინიოს გაუფორმა და რობინიო სწორედ მასთან შესაწყვილებლად განიხილებოდა.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, რობინიოს ანგარიშზე 13 მატჩი, 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.