ფეხბურთი

11:26 | 17.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობინიო: ჯერ “სანტოსი”, შემდეგ “ორლანდო სიტი”

როგორც Football Italia იუწყება, “მილანის” ბრაზილიელი თავდამსხმელი, რობინიო, მალე იჯარის წესით მშობლიურ “სანტოსში” დაბრუნდება, მოგვიანებით კი “ორლანდო სიტიში” გადავა.

“ორლანდო” 2013 წელს დაარსდა და MLS-ში თამაშს მხოლოდ 2015 წლის მარტიდან შეძლებს. სწორედ ამიტომ, მანამდე, რობინიო სხვა კლუბში ითამაშებს.

წყაროს ცნობით, ეს დროებითი გუნდი “სანტოსი” იქნება, რომელშიც ბრაზილიელმა ფეხბურთის თამაში დაიწყო. იგი “სანტოსის” პირველ გუნდში 2002-2005 წლებში გამოდიოდა.

ლევან გოგოტიშვილი

0.117845