“მილანი” სერია A-ს მომავალ სეზონს ბრაზილიელი ფორვარდის რობინიოს გარეშე ჩაატარებს. იტალიური სპორტული გამოცემების ცნობით, 30 წლის ფეხბურთელმა უკვე მიიღო კლუბის დატოვების გადაწყვეტილება და შესაძლოა მომავალი კლუბიც შეარჩია, მაგრამ ამის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ საუბრობს. აპენინელი ჟურნალისტების აზრით კი რობინიო კარიერას სავარაუდოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელით MLS-ის ბინადარი “ორლანდოა” დაინტერესებული.
გასულ სეზონში რობინიომ “მილანის” მაისურით ჩატარებულ 30 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასიც გააკეთა.