ჰოლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდმა რობინ ვან პერსიმ 21 მაისს ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა.
ჰოლანდიური პრესის ინფორმაციით, ამჟამად მოთამაშის ტრავმის სიმძიმე არ დადგენილა, მაგრამ სამწვრთნელო შტაბში გარკვეული შიში არსებობს ვან პერსის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსებთან დაკავშირებით.
“ნარინჯისფერებმა” ბრაზილიის მუნდიალამდე ერთი საკვანძო ფიგურა უკვე დაკარგეს. საუბარია, იტალიური “რომას” ნახევარმცველ კევინ სტროტმანზე, რომელსაც მარტში მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა.