ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ, პატრიკ კლუივერტს გადაასწრო და ქვეყნის უპირველესი გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
30 წლის ფეხბურთელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, უნგრეთთან 8:1 მოგებულ მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა - ახლა ვან პერსის ანგარიშზე 80 მატჩში გატანილი 41 გოლია, რაც კლუივერტის მაჩვენებელზე ერთით მეტია. მოქმედ ფეხბურთელთაგან, რობინის შემდეგ, მეორე მაჩვენებელი კლას-იან ჰუნტელაარს აქვს, რომელმაც ნაკრების მაისურით 34 გოლი გაიტანა.