ფეხბურთი

12:04 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობი კინი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს

 

ამერიკული “ლოს ანჯელეს გელექსის” ვეტერანი ფორვარდი რობი კინი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს და კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ 33 წლის ირლანდიელმა The Guardian-ს განუცხადა.

“კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ სიტყვიერად უკვე შევთანხმდით. ხელშეკრულება 2 ან 3-წლიანი იქნება. სასიამოვნოა, როდესაც შენი სჯერად. 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს მხოლოდ წელიწადიან კონტრაქტებს სთავაზობენ ხოლმე. იქამდე ვითამაშებ, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს”, - განაცხადა ირლანდიელმა მეგოლემ.

აღსანიშნავია, რომ რობი კინი არც ირლანდიის ეროვნული ნაკრებიდან წასვლას გეგმავს.

0.114259