თამაშგარე

12:08 | 1.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსს 6 ავტომობილი ჩამოართვეს

აღმოჩნდა, რომ 39 წლის რობერტო კარლოსი ეკონომკლასის ავტომობილებს ანიჭებს უპირატესობას. ეს საინტერესო ფაქტი, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბრაზილიელ ვარსკვლავს სასამართლოში უჩივლეს.
რობერტო არა მარტო “ანჟის” დირექტორია, არამედ კომპანია ღჩშ Eმპრეენდიმენტოს-ის აქციონერიც. ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელსაც ხსენებული ფირმა დიდი ხნის განმავლობაში ხელფასს არ უხდიდა, კარლოსს სასამართლოში უჩივლა. ბრაზილიური პრესის თანახმად, სასამართლომ ფეხბურთელს ზარალის ასანაზღაურებლად 140 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. თუმცა, რობერტოს საბანკო ანგარიშებზე, ამხელა თანხა არ აღმოჩნდა, ამიტომ მას 6 ავტომობილი ჩამოართვეს. საოცარია, რომ ავტომობილების საერთო ღირებულება საჭირო თანხაზე ნაკლები აღმოჩნდა.
ალბათ, კარლოსს კიდევ რაიმე ღირებულ ნივთს წაართმევენ. ჯერჯერობით ადვოკატები ვერ თანხმდებიან იმაზე თუ როგორ უნდა გამოისყიდოს ფეხბურთელმა დანაშაული განაწყენებული ქალბატონის წინაშე.
“ამ საკითხის მოგვარება სკანდალების გარეშე მსურს. დასანანია, რომ ფინანსურმა საკითხმა პრესაში  გაჟონა”, - დაწერა საკუთარ Twitter-ის გვერდზე კარლოსმა.

 

0.161655