ბრაზილიელმა გარემარბმა რობერტინიომ, ბაქოს “ინტერი” სეზონის დასრულებამდე დატოვა.
ამის შესახებ, ინტერნეტგამოცემა Apasport.az-თან საუბარში “ინტერის” გენერალურმა მენეჯერმა საბუხი საფიარლიმ განაცხადა:
“რობერტინიოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დავემშვიდობეთ. ამ მოთამაშემ წასვლა თავად მოინდომა. გუნდში მოსვლის შემდეგ, თავი ვერ გამოიჩინა. ჩვენ მას სათამაშო ფორმის აღსადგენად, “ყარაბახის” წინააღმდეგ დუბლშემადგენლობაში თამაში შევთავაზეთ. თუმცა, მან გვითხრა, რომ კლუბში დარჩენა აღარ სურდა და გვთხოვა, გაგვეუქმებინა კონტრაქტი, რომელსაც ვადა მაისში გასდიოდა. ჩვენ მისი თხოვნა შევასრულეთ. მართალია, ის ბრაზილიელია, მაგრამ დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეუქმნია. მისი წასვლის მიზეზი ისაა, რომ თავი ვერ წარმოაჩინა. რობერტინიო გუნდიდან 8 აპრილს წავიდა”.
შეგახსენებთ, რომ რობერტინიო “ინტერში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე თბილისის “დინამომ” გაანათხოვრა.