ინტერვიუები

14:22 | 25.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობერტინიო: “აზერბაიჯანში გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია”

თბილისის “დინამოს” ექსგარემარბმა ბრაზილიელმა რობერტინიომ, რომელიც ბაქოს “ინტერის” განაცხადში პირველად “ნეფთჩისთან” წაგებულ (0:2) მატჩში მოხვდა, extratime.az-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში თამაში წინ გადადგმული ნაბიჯია.
- რა არის მიზეზი, რომ არ ითამაშეთ?
- სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ ჯერ კიდევ მზად არ ვარ, რადგან დაახლოებით 2 თვე ტრავმირებული ვიყავი. ვარჯიში 2 კვირის წინ დავიწყე და ჯერჯერობით 100 პროცენტით მზად არ ვარ. ცოტა დრო მჭირდება, რომ სათამაშო ფორმა აღვიდგინო.
- აზერბაიჯანში ყოფნის პერიოდში გუნდზე როგორი შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- “ინტერში” თავს კარგად ვგრძნობ. გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩემპიონები გავხდეთ. ასეთ ამბიციურ კლუბში გადასვლა მომწონს.
- “ინტერში” გადასვლამდე საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდით. თუ ამ ორ ჩემპიონატს შევადარებთ, რომელია უფრო ძლიერი?
- ვფიქრობ, აზერბაიჯანის ჩემპიონატი საქართველოსაზე ძლიერია. აქ უფრო მეტი ამბიციური გუნდი და ძლიერი მოთამაშეა.
- ე.ი აზერბაიჯანის ჩემპიონატში გადასვლა თქვენთვის წინ გადადგმული ნაბიჯია?
- რა თქმა უნდა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, ეს კარგი შესაძლებლობაა, თავი გამოვიჩინო და უფრო ძლიერ ჩემპიონატში სათამაშოდ გადავიდე.
- “ინტერის” შემადგენლობაში აზერბაიჯანში რის მიღწევა გსურთ?
- მინდა “ინტერს” ერთად რაიმე ტიტულის მოგებაში დავეხმარო. ასევე, მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ვითამაშო.

0.118324