ფეხბურთი

11:23 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობერ პირესი ფეხბურთში ბრუნდება

 

3-წლიანი პაუზის შემდეგ, 40 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა რობერ პირესმა საფეხბურთო კარიერის განახლება გადაწყვიტა. “დეილი მეილის” ცნობით, ლონდონის “არსენალისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კარიერას ინდოეთში განაგრძობს.

“მიხარია, რომ ახალ ჩემპიონატში ვიასპარეზებ. ინდოეთში ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა. ინდოელი გულშემატკივრების წინ თამაში კარგი იქნება. გამოცდილებას თანაგუნდელებსაც გავუზიარებ”, - განაცხადა პირესმა.

რომელ ინდურ კლუბს შეუერთდება პირესი, ჯერჯერობით, უცნობია. საგულისხმოა, რომ ინდოეთის ჩემპიონატში უკვე თამაშობენ ფრანგის ყოფილი თანაგუნდელი ფრედი ლიუნგბერგი და “ლივერპულის” ექს-ნახევარმცველი ლუის გარსია. 

0.120677