ფეხბურთი

16:31 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რობერ პირესი “არსენალის” შესახებ

წარსულში ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა რობერ პირესმა, ლონდონის ,,არსენალზე’’ ისაუბრა. ,,სანდი მირორისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში, ყოფილმა მეთოფემ საქებარი სიტყვები უძღვნა მესუთ იოზილის თამაშს, გერმანელს მსოფლიო კლასის ფეხბურთელი უწოდა, ხოლო კლუბის ხემძღვანელობას, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მაღალი კლასის ფეხბურთელთა გადმობირება ურჩია.

,,ამ მომენტისთვის, “არსენალი” უმაღლესი დონის ფეხბურთს აჩვენებს, გუნდი საუცხოო ფორმაშია, მოხიბლული ვარ მესუთ იოზილის თამაშით, თუმცა ჩემი აზრით, “არსენალის” სამწვრთნელო შტაბი და მთლიანად კლუბის ხელმძღვანელობა, უნდა დაფიქრდეს გუნდის გაძლიერებაზე, რადგან წინ რთული და დამღლელი სეზონი ელით. შეხედეთ, იმ კლუბებს, რომლებიც ახერხებენ ტიტულების მოგებას, ისინი ფეხბურთელებში უზარმაზარ თანხებს იხდიან. წარმატება ტრანსფერებში დიდი ფინანსური დანახარჯების შემდეგ მოდის’’, _ განაცხადა პირესმა.

დიმიტრი შარიქაძე

 

0.120461