ფეხბურთი

18:25 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობენმა "ბაიერნთან" 2017 წლამდე გაახანგრძლივა

მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბმა არიენ რობენმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

საფეხბურთო კლუბ “ბაიერნის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერთან ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ადრე გერმანული პრესა იუწყებოდა, რომ რობენი ხელშეკრულებას 2015 წლის ივნისამდე დადებდა. კონტრაქტის ფინანსური პირობები არ ხმაურდება.

30 წლის ჰოლანდიელი “ბაიერნში” 2009 წელს მადრიდის “რეალიდან” გადავიდა და 152 მატჩში 86 გოლი გაიტანა.

0.147321