თამაშგარე

11:11 | 10.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

რობენის ცოლი გერმანელებს აკრიტიკებს

მიუნჰენის “ბაიერნისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის – არიენ რობენის დატვირთული სავარჯიშო და სათამაშო კალენდრით, ერთობ გულნატკენია ჰოლანდიელი ფეხბურთელის წარმოშობით გრონინგენელი მეუღლე - ბერნადიენ ეილეტი. ბერნადიენი მიიჩნევს, რომ მიუნჰენში ხელოვნურად დატვირთული სავარჯიშო გრაფიკია და ეს ფეხბურთრელების ჯანმრთელობაზე ცუდ გავლენას ახდენს, რაც მთლიანობაში, “ბაიერნის“ წარმუმატებლობის მიზეზიცაა.

“როდესაც არიენი “რეალში“ თამაშობდა, იქაც რთული თამაშების ჩატარება უწევდა და მუდამ დაღლილი ბრუნდებოდა სახლში, მაგრამ როგორც ჩანს, გერმანიაში ადამიანის შესაძლებლობებს არასწორად აფასებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ უზომოდ ბევრი ვარჯიში ფეხბურთელისათვის კარგი იქნება. ხანდახან არიენი სახლში ისეთი დაღლილი მოდის, რომ საჭმლის ჭამის თავიც კი არა აქვს.

შეუძლებელია, რომ ასე დაღლილმა ადამიანმა მეორე და მესამე დღეს რამე შეძლოს. გაოცებული ვარ, გერმანელი მწვრთნელები ამას რომ ვერ ხვდებიან. დარწმუნებული ვარ, ჰოლანდიაში მსგავსი რამ არასოდეს მოხდება“ – ამბობს ჰოლანდიელი  ბერნადიენ ეილეტი. საყოველთაოდ ცნობილია ჰოლანდიელებსა და გერმანელებს შორის ისტორიულად არსებული კინკლაობანი. როგორც ჩანს, ბერნადიენ ეილეტმა, როგორც ჭეშმარიტმა ნიდერლანდელმა, შანსი არ გაუშვა ხელიდან, რომ მერმანელებისათვის “ებწკინა“. მით უმეტეს, რომ მიუნჰენური კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებლობები ამ “ბწკენის“ საბაბს ნამდვილად იძლევა.

0.158117