ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველმა არიენ რობენმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში სტუმრად თურქეთის ძლევის (2:0) შემდეგ განაცხადა, რომ კარგი თამაშის და შედეგის მიუხედავად, ჰოლანდიას მუნდიალის ფავორიტთა შორის ვერ ხედავს.
“ახლა საკლუბო ფეხბურთზე უნდა გადავერთოთ. შემდეგ კი ისევ ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას შევუდგებით. მთავარია არ ვიფიქროთ, ვინ იქნება ტურნირის ფავორიტი. ბრაზილიაში არაერთი ძალიან ძლიერი ნაკრები მოდის და ჩვენს ეროვნულ გუნდს ჯერ გამარჯვების უმთავრეს კანდიდატთა სიაში ვერ შევიყვან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ, მუხლჩაუხრელი შრომით და შემართებით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია” – უთხრა რობენმა Fanatik-ს.