სპორტის ყველაზე აქტიურ გულშემატკივრებს, რომლებიც არა მარტო მოქმედ, არამედ უკვე ასპარეზს ჩამოშორებული სპორტსმენების პირად თუ შემოქმედებით ცხოვრებას მაინც ადევნებენ თვალ-ყურს, ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ ერთ დროს ლეგენდარული მოკრივის, “რკინის მაიკის“ აწ უკვე მსახიობის ამპლუა.
მაიკ ტაისონი, არც მეტი, არც ნაკლები, უკვე 50-ე ფილმში ასრულებს ეპიზოდურ როლს. ამჟამად მოკრივის ხილვა სერიალ “კანონი და წერიგში“ შეიძლება, სადაც იგი სიკვდილმისჯილი სერიული მკვლელის როლს ასრულებს.
როგორც ფილმის რეჟისორი აცხადებს, ტაისონის გარეგნული იმიჯი ზუსტად შეესაბამება მისი პერსონაჟის ცხოვრებას. ძნელია, არ დაეთანხმო რეჟისორს, თუ კი მაიკლი ერთხელ მაინც ჰყავს ადამიანს ნანახი ჟურნალის ფურცლებზე თუ ცხოვრებაში...