ფეხბურთი

12:09 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რივერს” ლუჩო გონსალესი სურს

არგენტინული “რივერ პლეიტი” პორტუგალიური “პორტუს” ერთ-ერთი ლიდერის – ლუჩო გონსალესის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ A Bola იუწყება.

“პორტუ” 32 წლის შუახაზელს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს, მაგრამ თავად არგენტინელს სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივა ხიბლავს და პორტუგალიელებთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ ჩქარობს.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში, “რივერ პლეიტში” ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. კანდიდატთა უმრავლესობა “რივერის” ქომაგებს ლუჩო გონსალესის გადაბირებას იანვარშივე ჰპირდება.

 

0.115905