ფეხბურთი

13:00 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რივერ პლეიტს” კამბიასო სურს

შესაძლოა, მილანის “ინტერის” არგენტინელმა ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ კარიერა სამშობლოში განაგრძოს. იტალიური მედიის ცნობით, 33 წლის შუახაზელის ხილვა “რივერ პლეიტს” სურს.

არგენტინელებს გამოცდილი ნახევარმცველის ხელში ჩაგდება უსასყიდლოდ შეუძლიათ. თვის ბოლოს, კამბიასოს “ნერაძურისთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, კამბიასომ “ინტერის” მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი მიითვალა.

 

0.117041