თამაშგარე

19:52 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო კარიმოვების კლანსა და დიქტატურაზე

 

როგორც იცით, ბრაზილიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რივალდო 2011 წლამდე უზბეკეთის კლუბ “ბუნიდკორში” თამაშობდა და უზბეკეთში ცხოვრება დიდ ნერვების წყვეტად დაუჯდა. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ხელფასის გამო, უზბეკეთის დიქტატორის ქალიშვილმა, კლუბის მფლობელმა გულნარა კარიმოვამ ისე გააბრაზა, რომ ფეხბურთელი უზბეკეთიდან თავქუდმოგლეჯილი გააქცია.

რივალდომ კუთვნილი თანხა სასამართლოს ძალით როგორც იქნა აიღო, მაგრამ უზბეკური პრობლემები და გულისტკენები დღემდე კარგად ახსოვს. ამასწინათ, ბრაზილიელ ჟურნალისტებთან საუბარში, რივალდომ უზბეკური ამბები კიდევ ერთხელ გაიხსენა და განაცხადა, რომ უზბეკეთში დღემდე დიქტატურაა გამეფებული.

ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით, უზბეკეთი ერთ-ერთი “მოწინავე” ქვეყანაა მთელს მსოფლიოში. რივალდოს თქმით, კარიმოვების კლანი ქვეყანას ტირანული მეთოდებით მართავს, რის გამოც, რივალდოს ქვეყანაში ჩასვლისთანვე გასჩენია პროტესტი. ბრაზილიის თავისუფალი შვილისთვის ადამიანების დაჩაგვრის გაპროტესტება ბუნებრივი და გასაგებია.

0.189962