ფეხბურთი

17:07 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიქსენმა გაცილების მატჩში შოთა არველაძეც მიიწვია

 

ჰოლანდიელი ნახევარმცველი ფერნანდო რიქსენი 25 მაისს ფეხბურთიდან გაცილების მატჩს გამართავს და მან შოთა არველაძეც მიიწვია სათამაშოდ. შოთა და რიქსენი 4 წლის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ “გლაზგო რეინჯერსში”.

რიქსენი შემდეგ იყო “ზენიტში”, სადაც უეფას თასი და სუპერთასი მოიგო. “ზენიტიდან” ჰოლანდიურ სიტარდის “ფორტუნაში” გადავიდა. მას 12 მატჩი ჩაუტარებია ჰოლანდიის ნაკრებში. ამჟამად 36 წლის გახლავთ.

ფერნანდო რიქსენი ცნობილი იყო უხასიათობით: მას “რეინჯერსში” ანდრეი კანჩელსკისთან მუვიდა ჩხუბი, “ზენიტში” კი – ვლადისლავ რადიმოვთან. რიქსენმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეძალებოდა ალკოჰოლს და 6 კვირა სარეაბილიტაციო ცენტრშიც მკურნალობდა.

შოთას გარდა, მიწვეულები არიან ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, მარკ ვან ბომელი, რონალდ დე ბური, როი მაკაი, დენი ლანძაატი, კიკი მუსამპა, ანატოლი ტიმოშჩუკი, მიქაელ რაიციგერი და სხვები...    

0.115361