“ბოკა ხუნიორსის” ვეტერანი ნახევარმცველი ხუან რომან რიკელმე ფეხბურთის თამაშს 40 წლამდე აპირებს. ეს განცხადება 35 წლის ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინათ გააკეთა.
“ვაპირებ, ფეხბურთი 40 წლამდე ვითამაშო. ჩემს ძმასთან ნიძლავი მაქვს დადებული. რთული იქნება, მაგრამ შევეცდები. ვნახოთ, “ბოკაში” განვაგრძობ თამაშს, თუ სხვა კლუბში.” – აცხადებს რიკელმე.