ფეხბურთი

16:51 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიკელმე მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ხუან რომან რიკელმემ წელიწადნახევრიანი კონტრაქტი თავის მშობლიურ კლუბ “არხენტინოს ხუნიორსთან” გააფორმა. ამის შესახებ “ოლე” იუწყება.

რიკელმე “არხენტინოს ხუნიორსში” 19-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. 36 წლის ნახევარმცველმა საფეხბურთო ანა-ბანა სწორედ ამ კლუბში ისწავლა, მაგრამ პროფესიონალურ დონეზე არცერთი მატჩი ჩაუტარებია.

აღსანიშნავია, რომ “არხენტინოს ხუნიორსი” პრიმერა ბ-შია გავარდნილი და სულ ცოტა, ნახევარ წელიწადს ქვედა ლიგაში გაატარებს.

 

0.119668