ხუან რომან რიკელმე კარიერას “არხენტინოს ხუნიორსში” გააგრძელებს, სადაც პროფესიული კარიერის პირველი ნაბიჯები გადადგა. Fox Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 36 წლის არგენტინელმა ნახევარმცველმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც “ბოკა ხუნიორსს” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ მოელაპარაკა.
ტრანსფერი უკვე “არხენტინოს ხუნიორსის” მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო ბორგიმაც დაადასტურა.