თამაშგარე

11:11 | 4.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდო მონტოლივოს სატრფო იტალიაში ყველაზე მომხიბლავად აღიარეს

ფლორენციის “ფიორენტინას“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის, რიკარდო მონტოლივოს  მეგობარი გოგონა - კრისტინა დე პინი იტალიური “ფლეიბიოს“ გამოკითხვით, აპენინელი ფეხბურთელების ცოლებსა და გერლფრენდებს შორის, ყველაზე ლამაზ გოგონად დასახელდა. კრისტინა ჯიჯი ბუფონის, ფრანჩესკო ტოტის, ალეშანდრუ პატუს და სხვა ცნობილ ფეხბურთელთა ცოლ-საყვარლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ”ნედლი“, ანუ ახალი სახეა, თუმცა მან ძალიან მალე მოახერხა საყოველთაო ყურადღების მიპყრობა.
ფლორენციელი ფეხბურთელი და კრისტინა დე პინი ერთმანეთს ერთ წელზე მეტია, რაც ხვდებიან. მონტოლოვოს ცოლი არასოდეს ჰყოლია და არც საყვარლების ხშირი ცვლით ყოფილა სახელგანთქმული, თუმცა მისმა დღევანდელმა გულისსწორმა უკვე ისეთი აღაირება დაიმსახურა, რომ აშკარაა, რიკარდოც მალე გაერევა იმ ფეხბურთელთა მარაქაში, რომლებმაც მოედანზე გარჯის გარდა, მაღალ საზოგადოებაში ტრიალითაც გაითქვეს სახელი.
კრისტინა დე პინი იტალიურმა “ფლეიბოიმ“ ჯერ კიდევ 2009 წელს აღმოაჩინა და ამ გოგონას ფოტოები 2009 წლის მარტის “ფლეიბიოს“ ნომრის მთავარი “ფლეიმეითი“ გახდა. “სკუადრა აძურას“ ფეხბურთელთან სარეცელის გაყოფის შემდეგ კი, მთელი იტალია დე პინის სილამაზესა და პერსპექტიულობაზე ალაპარაკდა. ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად საუბრობენ რიკარდო მონტოლივოს “მილანში“ გადასვლაზე. თუკი ეს მოხდა, რიკარდოს გარდა, მის სატრფოსაც მალანში – მაღალი მოდის დედაქალაქში დიდი მომავალი ელის.
 

0.17437