“მანჩესტერ სიტის” მარჯვენა მცველი მიკა რიჩარდსი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ ის როი ჰოჯსონს გამოძახების თხოვნით არ მიმართავს.
“ინგლისის ნაკრებში თამაშით ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ ჯერჯერობით ასე არ ხდება.
არ ვაპირებ როი ჰოჯსონს ვთხოვო ნაკრებში გამომიძახოს. ეს ქვეყნის ეროვნული ნაკრებია და არა საქველმოქმედო ორგანიზაცია. რადგან არ მიძახებენ, ეს ნიშნავს, რომ სამწვრთნელო შტაბს არ ვჭირდები. თუ გუნდს დავჭირდები, მიწვევას მაშინვე დავთანხმდები. ინგლისის ღირსების დაცვაზე უარი არასდროს მითქვამს.” – ციტირებს რიჩარდსის სიტყვებს Gოალ-ი.
2006 წლიდან მოყოლებული, რიჩარდსს ნაკრებში 13-ჯერ უთამაშია. ეროვნული გუნდის მაისურით თამაშის საშუალება მას 2012 წლის 29 თებერვლის შემდეგ არ ეძლევა.