ფეხბურთი

12:20 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერის ტრავმა სერიოზული არაა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი “მაინცთან” გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის მატჩში დაშავდა, მაგრამ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. Bild-ის ცნობით, ფრანგმა გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში უკვე დაიწყო.

დიდი ალბათობით, რიბერი “ვიქტორიასთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში თამაშს შეძლებს. აღნიშნული დაპირისპირება ოთხშაბათს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” “მაინცს” 4:1 სძლია, რიბერის კი, კოჭის ტრავმა ჰქონდა.

 

0.118829