გუშინ საღამოს საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ საზაფხულო შესვენების შემდეგ პირველად ივარჯიშა – იუწყება Goal.com.
“თავს კარგად ვგრძნობ. მინდა მადლობა გადავუხადო თერაპევტებს ტომას ვილჰემსა და ჰელმუტ ერჰარდს, მათ დიდი სამუშაო ჩაატარეს რათა აღდგენითი პროცესი დროულად დამთავრებულიყო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.”- განაცხადა რიბერიმ.
შეგახსენებთ, რომ ფრანგს წელის პრობლემები ჰქონდა და ამის გამო მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვა.