ფეხბურთი

13:38 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი წერტილს ბრაზილიაში დასვამს

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი მისთვის ბოლო იქნება. 31 წლის ჰავბეკმა, რომელმაც 2006 და 2010 წლის მუნდიალებზე ითამაშა და აქტივში ვერცხლის მედალიც აქვს, მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, წერტილი სამხრეთ ამერიკაში დასვას.

შეგახსენებთ, მომავალ ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, ჰონდურასთან, ეკვადორთან და შვეიცარიასთან ერთად.

 

0.121069