ფეხბურთი

17:52 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი: “რეალში” გადასვლაზე ზიდანიც კი ვერ დამითანხმებს”

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი მფლობელის, მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი ფრენკ რიბერი აცხადებს, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლაზე მას თანამემამულე ზინედინ ზიდანიც კი ვერ დაიყოლიებს.

რიბერისადმი “რეალის” დაინტერესების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა. ბოლო ცნობების თანახმად, ფლორენტინო პერესი ფრანგი შემტევის ტრანსფერის გაჩარხვას ზინედინ ზიდანის დახმარებით აპირებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ესპანელი ბიზნესმენი მიზანს ვერც ამ გზით მიაღწევს.

“თვით ზიდანიც რომ დამიკავშირდეს, ვეტყვი, რომ “ბაიერნში” თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, ის გამიგებს.

წარსულში, “რეალში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ეს არ მოხდა და ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ დღემდე “ბაიერნში” ვთამაშობ.” – ავრცელებს რიბერის სიტყვებს Goal-ი.

0.114634