მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ფრანკ რიბერი “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში ფავორიტად კვლავ საკუთარ თავს მიიჩნევს, მაგრამ აღიარებს, რომ ამ ჯილდოს კრიშტიანუ რონალდუც იმსახურებს.
“ყველამ ვიცით, რომ კრიშტიანუ რონალდუ სუპერფეხბურთელია. რა თქმა უნდა, “ოქროს ბურთს” ისიც იმსახურებს.
თუმცა, ეს ჯილდო ფეხბურთელს მთელი წლის მიღწევების მიხედვით გადაეცემა და ამის გამო, კანდიდატთა შორის მეც ვარ. სიმშვიდეს ვინარჩუნებ, რადგან ვფიქრობ, რომ ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.” – ციტირებს რიბერის სიტყვებს Kicker-ი.
შეგახსენებთ, რომ FIFA-მ 15 ნოემბერს დასრულებული გამოკითხვის ვადა 29 ნოემბრამდე გადაწია და დროის ამ მონაკვეთში ნაჩვენები თამაშის გამო, რიბერისთან ერთად, მთავარ ფავორიტად სწორედ რონალდუ ითვლება.