მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ ბავარიულ კლუბში თავს ბრწყინვალედ გრძნობს და იქვე დასძინა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე “ბაიერნის” მაისურით თამაში სურს.
“უდიდესი გუნდის წევრი ვარ და ეს ძალიან მეამაყება. მიუნხენური ცხოვრებით უბედნიერესი ვარ. იგივეს იტყოდნენ ჩემი ოჯახის წევრებიც. მინდა კარიერა “ბაიერნში” დავასრულო და ქომაგებს თავი კარგ ფეხბურთელად დავამახსოვრო”, – უთხრა რიბერიმ ერთ-ერთ გერმანულ გამოცემას.