მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ვარსკვლავი ფრანკ რიბერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ 2013 წელს, “ოქროს ბურთის” მოგებას სწორედ ის იმსახურებს და არა ლიონელ მესი, ან კრიშტიანუ რონალდუ.
“მესისთან და რონალდუსთან შედადებით, მე უფრო თავდაუზოგავად ვმუშაობ. დაცვაში გუნდს უფრო მეტად მე ვეხმარები, ვიდრე ეს ფეხბურთელები. გარდა ამისა, თანაგუნდელებს უფრო მეტ საგოლე პასს ვაძლევ.
“ოქროს ბურთის” მოგება ფანტასტიკა იქნება. ახლა, საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ვარ, ვიდრე უწინ. ფორმის პიკზე ვიმყოფები, გამაქვს ბევრი გოლი და თამაშისგან სიამოვნებას ვღებულობ.” – აცხადებს ფრანკ რიბერი, რომელიც ევროპის 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია.