მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი გუნდის ლაზარეთის დატოვებას კვლავ ვერ ახერხებს.
ფრანგმა შემტევმა ნეკნი ნაკრებში ყოფნის დროს დაიზიანა. მას შემდეგ, 30 წლის ფეხბურთელმა “ბაიერნის” 3 თამაში გამოტოვა, მაგრამ მიუნხენელებმა სამივე მათგანი დამაჯერებლად მოიგეს.
თუ Kicker-ს დავუჯერებთ, ექიმები რიბერის კვირის ბოლომდე დაბრუნებას არ ელოდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი გერმანიის თასზე “აუგსბურგთან” გასამართ დაპირისპირებას აუცილებლად გამოტოვებს.