ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში ორი გოლის გამტანი ფრანკ რიბერი თავს მატჩის გმირად არ მიიჩნევს. საფრანგეთის ნაკრების ვინგერმა შეხვედრის შემდეგ ფრანგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საბოლოო შედეგი კარგმა გუნდურმა თამაშმა მოიტანა. შეგახსენებთ, მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში ბელარუსები მინსკში ფრანგებთან 2:4 დამარცხდნენ. რიბერიმ კი დუბლი შეასრულა.
“დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გავიტანე, მაგრამ გმირი და საფრანგეთის გადამრჩენი ნამდვილად არ ვარ. ყველამ კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. თამაშის წინ ერთხანს საეჭვო იყო ჩემი მინდორზე გასვლა, მაგრამ საბედნიეროდ ფიზიოთერაფევტებმა ნება დამრთეს” – განაცხადა ფრანგ რიბერიმ.